|
2021-09-01 12:35:31, 362 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ქვეყანა დავამშვიდეთ, მაქსიმალურად მოვახდინეთ კონფლიქტის დეესკალაცია და ჩვენი პრაგმატული, სწორი პოლიტიკის შედეგად, მივდივართ დეოკუპაციის გზაზე
სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, დესტაბილიზაცია და არეულობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მმართველ გუნდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და მიზანი, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყნის გამთლიანებას. „ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ყველამ ერთად ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, მაქსიმალურად მოვახდინეთ კონფლიქტის დეესკალაცია და ჩვენი პრაგმატული, სწორი პოლიტიკის შედეგად, მივდივართ დეოკუპაციის გზაზე. რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი პროცესია, ეს საჭიროებს ძალიან დიდ შრომას, ძალიან ბევრი საქმის გაკეთებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და მიზანი, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამ საერთო ეროვნულ იდეას და საერთო ეროვნულ ამოცანას, რომ გაერთიანდეს ჩვენი სახელმწიფო და ვიცხოვროთ კიდევ ერთხელ, ერთიან, ძლიერ საქართველოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)