22:31 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 11:47:31, 414 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს EU-ს წევრების სასამართლოს

მე მინდა, ყველას შევახსენო და, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ. - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებ EU-ს წევრების სასამართლოს.

"ჩვენს მოსახლეობას რომ ავუხსნათ - მთავრობამ სესხი აიღო 150 მლნ ევროს ოდენობით 2020 წელს. ამ 150 მლნ-ის სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან და მეორე ნახევარი, მაშინ როგორც იქნა გადაწყვეტილი, მიბმული იქნა სასამართლო რეფორმაზე. მე მინდა, ყველას შევახსენო და, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ. ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ. სასამართლო რეფორმის 4 ტალღა, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა - მთლიანად გახსნა ეს სისტემა. ამას გარდა, მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ყველა კვლევებით დასტურდება ეს." - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics