18:30 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 21:26:06, 470 ნახვა

პოლიტიკა
ავთანდილ თალაკვაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

"ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.-ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს

მათი თქმით,"ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მან საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრა პრობლემებზე, რომელთა მოგვარებასაც გეგმავს, ასევე, უპასუხა კითხვებს.

"პანდემიამ კულტურის სფეროს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა თქვენი თანადგომა და სოლიდარობა კოვიდ19-თან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგი დღეები აუცილებლად დაბრუნდება და კულტურის სფეროში აქტივობას ჩვენ ერთად აღვადგენთ. ოზურგეთს სჭირდება თანამედროვე თვითმმართველობა და ლიდერი, რომელიც საზოგადოებასთან მუდმივ კომუნიკაციაშია. ვგეგმავთ ჩვენი ქალაქის და სოფლების ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, მუზეუმების განვითარებას და მის დაკავშირებას ტურისტულ ნაკადებთან, შავის ზღვის სანაპიროს ვიზიტორებისთვის ოზურგეთის და ჩვენი სოფლების კულტურის, ტრადიციების და ისტორიული ადგილების შეთავაზებას. ოზურგეთმა მომავალში რამდენიმე მნიშვნელოვან, მაღალი დონის ფესტივალს უნდა უმასპინძლოს. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ თქვენთან ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში" - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics