|
2021-08-17 20:55:07, 477 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - გვაქვს გეგმები, რომელიც არის რეალისტური და რომელიც იქნება ხელშესახები ჩვენი მოსახლეობისთვის
ჩვენ პროგრესი გვქონდა არაერთი მიმართულებით - იქნებოდა ეს ტურიზმის მიმართულება, ინფრასტრუქტურა, რეგიონების განვითარება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სტაბილურობა და მეორეს მხრივ, ეკონომიკური განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეკონომიკური განვითარება იქნება მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში. „ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა. ჩვენ მკაფიოდ ვართ ჩამოყალიბებული, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ თითოეული რეგიონისა და ქალაქის მიმართულებით. ვიცით, როგორ ავითვისოთ ბოლომდე ყველა ის პოტენციალი და რესურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ეს რესურსი და პოტენცია, მერწმუნეთ, არის უზარმაზარი. ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება არჩევნებში ძლიერად გამარჯვება, იმისთვის, რომ შემდგომი მინიმუმ 3 წელიწადი, 2024 წლის არჩევნებამდე, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. მომდევნო წლების განმავლობაში, წლების მიხედვით გვაქვს გაწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს, კერძოდ, რეგიონების განვითარების მიმართულებით. ჩენ შევიტანთ განვითარებას ყველა რეგიონში, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება 32 მლრდ. ლარი. ჩვენ რეალურად, რამდენიმე წელიწადში, სულ სხვანაირ ქვეყანას მივიღებთ. ვიცით, როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, კულტურა, სპორტი, განათლება. გვაქვს გეგმები, რომელიც არის რეალისტური და რომელიც იქნება ხელშესახები ჩვენი მოსახლეობისთვის. ქალაქ ბათუმში, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი პროექტი განხორციელდა, როგორც კერძო ინვესტორების მიერ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. შედეგად ჩვენ გვაქვს უფრო მეტად გალამაზებული, დამშვენებული ბათუმი, ვიდრე იყო მანამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტის გაკეთება და კიდევ უფრო მეტი ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე. ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, როგორიც არის ურბანული განახლების პროექტი, რომელიც გულისხმობს ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული პროექტების განხორციელებას, რაც გულისხმობს ასევე ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას, მეტ რეკრეაციულ სივრცეს, მეტ პარკებს, მეტ დასასვენებელ ადგილებს ჩვენი მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ, ასევე ჩვენი ტურისტებისთვის. ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ჩვენ დავამუშავებთ და შევქმნით ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს და კერებს" , - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)