|
2021-08-17 17:31:14, 337 ნახვა
პოლიტიკა
ზაზა დიასამიძე - მთელ ჩემს გამოცდილებას, ცოდნას და ენერგიას მოვახმარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს და ეკონომიკურად გაძლიერდეს
„ემსახურო ასეთ მშრომელ, გულღია და პატრიოტ ხალხს, უნიკალური ლანდშაფტების, უნიკალური ბუნების მქონე მუნიციპალიტეტს, ჩემთვის, როგორც ხელვაჩაურელისთვის, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა - განაცხადა ,,ქართული ოცნების'' ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ წარდგენაზე. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მთელ გამოცდილებას და ცოდნას მუნიციპალიტეტის განვითარებას და ეკონომიკურად გაძლიერებას მოახმარს. ,,მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდს, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა. გარწმუნებთ, ჩემს პოლიტიკურ გუნდს და ხელვაჩაურის მოსახლობას იმედებს არ გავუცრუებ. მთელს ჩემს გამოცდილებას, ცოდნასა და ენერგიას მოვახმარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს, გალამაზდეს, გაჯანსაღდეს და ეკონომიურად გაძლიერდეს. ეკონომიკის სტიმულირებისთვის რეგიონში ბევრი რამ გაკეთდა. სახელმწიფო დიდ ინვესტიციას დებს, რომ სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, დასაქმებულ ადამიანებს მცირე, საშუალო თუ მსხვილ მეწარმეებს, სახელმწიფოს თანადგომის იმედი ჰქონდეთ. მიღწეული შედეგების და განხორციელებული პროექტების მიუხედავად, ჩვენ იქამდე ვერ დავკმაყოფილდებით, ვიდრე სოციალურად შეჭირვებული ოჯახები იარსებებს. თითოეულ სოფელში უნდა აღმოიფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და საჯარო სიკეთე ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ პრობლემებს ერთი ადამიანი ვერ მოაგვარეს, მას გვერდით უნდა ჰყავდეს ძლიერი გუნდი, ისეთ როგორიც „ქართული ოცნებაა". სწორედ, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, თქვენი ჩართულობით და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ხელვაჩაურის ხელისუფლების მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ" - განაცხადა ზაზა დიასამიძემ. მეობის კანდიდატმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების" გუნდი წარადგინა. ესენი არიან: რამაზ თავდგირიძე, არჩილ მხეიძე, ელიზბარ ზოიძე, შოთა ფუტკარაძე, გოჩა ლორთქიფანიძე, ნინო ფაღავა, მინდია დიასამიძე, მალხაზ სალვარიძე, თენგიზ ირემაძე, დავით სამნიძე, გურანდა დოლიძე, ია ცისკარაძე, ედნარ ფუტკარაძე, ხათუნა დიასამიძე, ვახტანგ ლორთქიფანიძე, ანზორ დევაძე , მელანო მამულაძე, სულხან დუმბაძე.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)