01:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 10:59:15, 1864 ნახვა

ომი უკრაინაში
შსს-ს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მასობრივი აცრის პროცესი "COVID-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აქტიურად გრძელდება, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, "თბილისის ზღვის პლაზაში" გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია.

მათივე ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში, იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

''შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან "ფაიზერის", „სინოვაკის" ან „სინოფარმის“ ვაქცინით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების ნახევარზე მეტი უკვე ვაქცინირებულია". - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics