14:10 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-08 12:24:46, 689 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - აღარ მინდა იმაზე ვისაუბრო, რა პასუხისმგებლობაც ეკისრება წინა ხელისუფლებას

გარდაცვლილთა ოჯახებისა და ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა იმაზე ვისაუბრო, რა პასუხისმგებლობაც ეკისრება წინა ხელისუფლებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია აღარასდროს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ.

„გარდაცვლილთა ოჯახებისა და ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა იმაზე ვისაუბრო, რა პასუხისმგებლობაც ეკისრება წინა ხელისუფლებას. ამის შესახებ ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და ვერდიქტი გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს. მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია აღარასდროს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ. ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენი ხალხი ყოველგვარი აგრესიისგან, დამპყრობლებისა და ოკუპანტებისგან. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics