|
2021-08-05 15:34:25, 422 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - მაკროსტაბილურობისთვის გვჭირდება ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და საგარეო მოწყვლადობის შემცირება
მაკროსტაბილურობისთვის გვჭირდება ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და საგარეო მოწყვლადობის შემცირება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბიზნესის როლზე ეკონომიკურ ზრდაში და აღნიშნა, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოსთვის, აუცილებელია სწორი სტიმულის მიცემა კერძო სექტორისთვის. „გლობალური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაზიანების გარეშე, შევძელით პანდემიაზე სათანადო პასუხის გაცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური აღდგენის პროცესების სწრაფად დასაწყებად. დღეს ჩვენი ამოცანაა ბიუჯეტის დეფიციტის ნორმალიზაცია და ვალის მაჩვენებლის შემცირება. 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალს შევამცირებთ 45 პროცენტამდე, 2030 წლისთვის 40 პროცენტზე დაბლა, ხოლო დეფიციტს - 2 პროცენტამდე. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული სამიზნე მაჩვენებლები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი 12 პროცენტიდან, შემცირდა 5.5 პროცენტამდე. „გამოწვევად რჩება მთავრობის ვალში უცხოური ვალუტის მაღალი წილი და საფინანსო სექტორში დოლარიზაცია. 2026 წლისთვის ჩვენი სამიზნე მაჩვენებლებია: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება 4 პროცენტამდე, უცხოური ვალუტის ვალის წილის შემცირება მთლიან ვალში 65 პროცენტამდე, დოლარიზაციის შემცირება 45 პროცენტამდე"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)