22:41 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-27 14:14:10, 2170 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ქვეყანაში არსებული ეპიდემილოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის ძალებში იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობაში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, მე-5 საარტილერიო ბრიგადაში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა, სადაც სამხედრო მოსამსახურეები აიცრნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას თვდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციების შექმნა საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე და მოთხოვნების შესაბამისად გადაწყდა. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო შესაბამის ლოკაციებზე თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციასაც უზრუნველყოფს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორის თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში’’. - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics