|
2021-07-22 23:31:41, 956 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - ასობით ვიდეოფაილის გადამოწმება მოუხდათ ჩვენს გამომძიებლებს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით
„ასობით ვიდეოფაილის გადამოწმება მოუხდათ ჩვენს გამომძიებლებს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ჟურნალისტი გამოკითხვაზე არ გამოცხადდა და მათ თხოვნით მიმართა, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ვახტანგ გომელაურის თქმით, უკვე დაკავებულია 27 პირი და სამართალდამცველები ამ მიმართულებით აგრძელებენ მუშაობას. „ფარდობითობით არ უნდა შევხედოთ ამ თემას. 27 პირი დაკავებულია, თუმცა პირველად ერთი პირი იყო დაკავებული, დღეს უკვე 27 პირია დაკავებული, ხვალ რამდენი იქნება ამას ვერ ვიტყვი ზუსტად, ვმუშაობთ ამაზე. თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა, აქ არიან პიროვნებები, რომლებიც, მაგალითად, ერთი ადამიანი 4 ეპიზოდში მონაწილეობდა, მეორე - 3 ეპიზოდში. ანუ, ის რომ ამოვწურეთ თემა მე მაგას არ ვამბობ. ჩვენ ვმუშაობთ და ძალიან გვიჭირს, რამდენიმე ჟურნალისტი არ მობრძანდა გამოკითხვაზე, რომ მოეწოდებინა ინფორმაცია და თქვენი ეთერიდან ვთხოვდი, იქნებ მობრძანდნენ და მოგვცენ ჩვენებები, თუ აქვთ კიდევ ვიდეოფაილები. ასობით ვიდეოფაილის გადამოწმება მოუხდათ ჩვენს გამომძიებლებს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით და თუ აქვთ რაიმე ახალი თემები, იქნებ მოგვაწოდონ, ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)