21:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 15:11:11, 2225 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, მომავალი წლისთვის მოსახლეობის 70% აცრან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მოუწოდებს ქვეყნებს, რომ მომავალი წლის შუა რიცხვებამდე მსოფლიო მოსახლეობის 70% აცრან.

„პანდემია დასრულდება, როდესაც მსოფლიო თავად გადაწყვეტს მის დასრულებას, ეს ჩვენს ხელშია“, - აცხადებს ჯანმო-ს დირექტორი ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში.

როგორც გებრეისუსი აღნიშნავს, იარაღი, რომლითაც კორონავირუსის დამარცხებაა შესაძლებელი, ვაქცინაციაა.

ამასთანავე, ის მოუწოდებს მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებს, გააზიარონ ვაქცინები და გააქტიურდნენ გლობალური დაფინანსები, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.

„ვაქცინები ძლიერი და აუცილებელი იარაღია, მაგრამ სამყარომ ის კარგად არ გამოიყენა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას, მომავალი წლის შუა რიცხვებამდე მოსახლეობის 70% აცრან“, - აღნიშნავს ჯანმო-ს დირექტორი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics