|
2021-07-19 16:55:34, 1016 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ივლისის მონაცემებით, ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩვენი პირდაპირი ავიამიმართულებების 72%
ივლისის მონაცემებით, ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩვენი პირდაპირი ავიამიმართულებების 72%, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ავიაციის აღდგენის ტემპი საკმაოდ პოზიტიურია. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. „ავიაციის სექტორში დინამიკა საკმაოდ ჯანსაღი და პოზიტიური იყო. სასიხარულო დინამიკა გვქონდა, რომ საქართველო თავისი ავიაციის განვითარების ტემპით იყო ლიდერი მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც წლების განმავლობაში დაიმკვიდრა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი. 2019 წელს ჩვენ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი საერთაშორისო აეროპორტებში გატარებული მგზავრებისა, რომელმაც გადააჭარბა 5 მლნ მგზავრს. 2020 წელს კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე მოგვიწია გარკვეული ზომების გატარება და აქედან გამომდინარე, დინამიკა არც თუ ისე სახარბიელო იყო. მაგრამ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ 2021 წელს იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით ვართ ისეთ ნიშნულზე, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგენის ტენდენცია გაქვს უკიდურესად კარგი და სწრაფი. ივლისის თვის მონაცემებით ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩვენი პირდაპირი მიმართულებების 72%-ი. ჩვენ ამ შემთხვევაში ვედრებით არა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს, არამედ 2019 წელს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირი სწორება, სადაც ჩვენ პირველ ეტაპზე უნდა დავბრუნდეთ. ის ქვეყნები სადაც ჩვენს გვაქვს პირდაპირი ფრენები უკვე აღდგა 75%-ით. ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელიც ჩვენთან 2019 წელს ოპერირებდნენ 79%-ით უკვე აღდგენილია", აცხადება მარიამ ქვრივიშვილი. მისი ე განმარტებით, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოს მოწინავეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღდგენის ტემპით, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით. "აქვე უნდა ავღნიშნო,რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი არის პირველი აეროპორტი ივლისის მონაცემებით, რომელმაც არათუ სწრაფად აღადგინა ის მაჩვენებლები რომლებიც 2019 წელს გვქონდა არამედ უკვე გაქვს სიხშირეების 21%-იანი გადაჭარბება რაც 2019 წელს გვქონდა", - აცხადებს ქვრივიშვილი.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)