23:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-15 22:10:42, 1936 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიამ LGBTIQ თემის დისკრიმინაციის გამო, უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო

ევროკომისიამ LGBTIQ თემის დისკრიმინაციის გამო, უნგრეთისა და პოლონეთს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო.

ევროკავშირმა უნგრეთის მთავრობის მიერ 15 ივნისს მიღებული ახალი კანონი მწვავედ გააკრიტიკა. კანონის თანახმად ქვეყანაში არასრულწლოვნებისთვის LGBTIQ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება პროპაგანდად ითვლება და იკრძალება.

ევროკავშირის კრიტიკის სამიზნე იყო 2020 წელს უნგრეში მიღებული კიდევ ერთი კანონი, რომელიც LGBTIQ თემის წევრებს შვილის აყვანის უფლებას უზღუდავს.

რაც შეეხება პოლონეთს, ქვეყანაში 100-ზე მეტმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა თავი „LGBTIQ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად“ გამოიცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახალ კანონებს სამარცხვინო უწოდა.

„ევროპა არასოდეს დაუშვებს ჩვენი საზოგადოების ნაწილის სტიგმატიზაციას.

თანასწორობა, ღირსებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ევროკავშირის ფუნდამენტური ფასეულობებია.

კომისია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ამ ღირებულებების დასაცავად“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics