11:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 18:23:10, 1463 ნახვა

რეგიონი
დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 28 წელი გავიდა

დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 28 წელი გავიდა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელებმა, კასპელმა ვეტერანებმა ტამიშთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. დაღუპული მებრძოლები გმირთა მემორიალთან გაიხსენეს. მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. აფხაზეთის ომის დროს ბევრი მძიმე დღე იყო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ასეთი მძიმე დღე ტამიშთან გამართული ბრძოლა იყო.

დუშეთის ბატალიონმა, ”მხედრიონმა”, ”ავაზამ”, შავნაბადის ბატალიონმა ტამიშის დესანტის მოსაგერიებლად სამთავრობო შენაერთებთან ერთად იბრძოდა, 10-მდე უმძიმესი, სისხლისმღვრელი დღე გადაიტანა.

ტამიშის ბრძოლა საუკეთესო და საჩვენებელი მაგალითია მომავალი თაობისათვის - თუ როგორ იბრძოდნენ მათი მშობლები და წინაპრები ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. რამდენად მძიმეა ომის შედეგები, რომ ჩვენი ვალია მუდმივად გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

#ესშენიქვეყნისისტორიაა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics