|
2021-06-24 11:19:46, 573 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცვლილებების თანახმად, გამოძიების ეტაპზე გამომძიებელს ენიჭება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმეში ჩართოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, რაც ხელს შეუწყობს მათთვის სერვისების ოპერატიულად მიწოდებას. „ცვლილებების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი განახორციელებს სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის მხარდაჭერას. გარდა ამისა, კოორდინატორი მოწმეს და დაზარალებულს დაეხმარება საგამოძიებო ორგანებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებაში, გამოძიების ეტაპზე უზრუნველყოფს მათ სათანადო ინფორმირებას, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მოწმეს და დაზარალებულს შესთავაზებს სახელმწიფოში არსებულ სერვისებს და დაეხმარება ამ სერვისებში ჩართვის პროცესში. არსებული პრაქტიკის ანალიზმა ცალსახად აჩვენა, რომ კოორდინატორის სამსახური ძალზე ქმედითი მექანიზმია და უამრავ მოწმესა და დაზარალებულს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გაადვილების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების თანახმად, გამოძიების ეტაპზე გამომძიებელს ენიჭება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმეში ჩართოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, რაც ხელს შეუწყობს მათთვის სერვისების ოპერატიულად მიწოდებას. ცვლიებათა პაკეტით, გაიმიჯნა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინატორთა ფუნქციები, რაც სამომავლოდ რესურსების ეფექტურად გადანაწილებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)