|
2021-06-22 14:49:33, 549 ნახვა
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი - დეპუტატს სჭირდება კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება, რიტორიკა, როცა არც ერთი არ გაქვს, გამოდიხარ გიორგი ვაშაძე და ბოდავ სისულელეებს
დეპუტატს სჭირდება სულ რამდენიმე რამ, მათ შორის კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება და რიტორიკა, როცა არც ერთი არ გაქვს, გამოდიხარ გიორგი ვაშაძე და ბოდავ სისულელეებს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა გიორგი ვაშაძის მიერ დღეს განცხადებას. „კახა კალაძემ და მერიამ გააკეთეს ის, რომ „მარშრუტკების“ ფასები არ გაზრდილიყო და ამავდროულად, განახლებულიყო, ქალაქისთვის არ შეექმნა პრობლემები მიკროავტობუსების გამონაბოლქვს, თბილისის მერია ყიდულობს მიკროავტობუსებს, იჯარით აძლევს კომპანიას და კომპანია ამ თანხას იხდის ნაწილ-ნაწილ. ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი იმისთვის, რომ მიკროავტობუსების ფასი არ გაზრდილიყო და მიკროავტობუსების პარკი განახლებულიყო“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა. ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ 43 მილიონ ლარიან სქემას ახადა ფარდა. „ყვითელი „მარშრუტკებიდან“ ლურჯ „მარშრუტკებზე“ გადასვლის პროცესში კახა კალაძემ 43 მილიონი ამოუღო ჯიბიდან მძღოლებს, დისპეტჩერებს, მოიჯარეებს და მშიერი დატოვა ხალხი. აქციაც გვქონდა და ამ თემას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)