|
2021-06-16 12:27:18, 1249 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - პოლიტიკურ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ არა პარლამენტის ბოიკოტის, არამედ მუშაობის სურვილი
მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტრუმენტები, რომლებიც რეგლამენტის მიხედვით გაგვაჩნია დეპუტატებს, სრულად იყოს გამოყენებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კახა კუჭავა გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა პანდემიის დროს ფაქტობრივად უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და აღნიშნა, რომ პანდემიისას, ბევრი რამ ვერ ხორციელდებოდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. მანვე დასძინა, რომ პარტიებს და პოლიტიკურ ჯგუფებს უნდა ჰქონდეს პარლამენტში მუშაობის და არა მისი ბოიკოტირების სურვილი. „პანდეემის დროს, ბევრი რაღაც ვერ ხორციელდებოდა ისე, როგორც უნდა განხორციელდეს, პარლამენტიც, მათ შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დისტანციურ მუშაობაზე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტრუმენტები, რომელიც რეგლამენტის მიხედვით გაგვაჩნია დეპუტატებს, როგორც მმართველი გუნდიდან, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებიდან, სრულად იყოს გამოყენებული. ძალიან დიდი როლი გააჩნიათ დეპუტატებს პოლიტიკურ ჯგუფებს, პარტიებს, მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი არა ბოიკოტის, არამედ პარლამენტში მუშაობის და ზუსტად ეს იქნება საშუალება ბოლომდე იქნას გამოყენებული ყველა ის მექანიზმი, რომლის საშუალებასაც გვაძლევს ახალი რეგლამენტი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)