|
2021-06-09 18:08:31, 636 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს ზუსტად იმდენს, რამდენ ხმასაც იღებს
„ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტად იმდენს ბედავს, რამდენ ხმასაც იღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქვეყანა უხილავ მტერს ებრძვის, „ნაცმოძრაობა“ სახელმწიფოსთან გაერთიანების ნაცვლად მის წინააღმდეგ მიდის. „ჩვენს თანაგუნდელ ირმა ზავრადაშვილს მინდა გავცე პასუხი, მართალია, ამ ხალხის ასეთი ქცევის გამო ჩვენ გვთხოვენ პასუხს და ქუჩაში ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერიც კი რომ მხვდება, მაგას მაყვედრის ხოლმე, ეს მართალია. ცოტა შეიძლება ემოციურად გამომივიდეს, მაგრამ ეს ხალხი ასე რომ ლაპარაკობს და ეს სახეები რომ სხედან აქ, ამ ხალხს ხმას აძლევს ამ ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური რაოდენობა, ჩვენი ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ნაცნობები, თუ მეგობრები, ჩვენს ირგვლიც ტრიალებენ ის ადამიანები, ვინც დღესაც ამ ხალხს მხარს უჭერენ. იმდენს ბედავენ, რამდენ ხმასაც იღებენ, ზუსტად იმდენს ბედავენ, არც მეტს და არც ნაკლებს. ეს ლეგიტიმაცია აქვთ, სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დავარწმუნოთ საზოგადოება, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. დღეს ამნისტიაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ამნისტიის გარდა ყველაფერზე ილაპარაკეს. ისეთ მოცემულობას გვთავაზობენ და ისეთ რეალობაში აცხოვრებენ ადამიანს, საბოტაჟის რეჟიმში. მაშინ, როდესაც არის უხილავი მტერი, ერთიანდება ერი და იმის მაგივრად, რომ გაერთიანებულიყვნენ ჩვენთან ან სახელმწიფოსთან, პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)