|
2021-06-03 23:36:54, 642 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე სენატორებზე: აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ - რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას
„აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ - რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სენატორებთან საუბარი იყო საარჩევნო სისტემაზე და პოლიტიკურ დევნაზე. „საუბარი იყო ყველაფერზე. აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ - რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას. ცხადია, ჩვენ საუბარი გვქონდა ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურ დევნაზე და ა.შ. თუმცა ამის მიღმაც იყო საუბარი. მე პირადად ვუთხარი, რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური გამოწვევა, ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი აქ არის უსაფრთხოების გამოწვევები, ამიტომ პრინციპული საკითხია საქართველოს ნატო-ში წევრობა, რომ დაჩქარდეს რაც შეიძლება მეტად“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)