17:32 - 17 Jun, 2026
|
2021-05-20 15:32:42, 583 ნახვა
რეგიონი
სოფელ ვაქირში სამელიორაციო სისტემა წესრიგდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რწყვის სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, საირიგაციო სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან 3500 მეტრი სიგრძის ორმაგი დანიშნულების, სადრენაჟე და სარწყავი არხები იწმინდება. მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაც სოფელ ვაქირში 120 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ჭარბი წყლისგან დაცვას, ხოლო 45 ჰექტარ სავარგულზე სარწყავი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია ახორციელებს ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)