19:25 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 11:49:08, 546 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი თბილისის მერის არჩევნებში სრულ მხარდაჭერას კახა კალაძეს უცხადებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში თბილისის მერის არჩევნებში სრული მხარდაჭერა კახა კალაძეს აქვს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება" საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებამდე, 2-3 თვით ადრე გააცნობს.

„კონსულტაციები ნამდვილად დაწყებულია. ჩვენ სამზადისი დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც შეეხება მერის კანდიდატურას, ჩვენი სურვილი არის და ჩვენი სრული მარდაჭერა თბილისის მერის არჩევნებში აქვს კახა კალაძეს. ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ საზოგადოებას უახლოეს პერიოდში, როგორც წესი, არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე ვამცნობთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მანვე დასძინა, რომ გუნდში არ არის განსხვავებული პოზიციები კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics