18:41 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 14:38:08, 755 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ მოღვაწეობა ძირითადად „მასკარადი“ იქნება

მათი მოღვაწეობა პარლამენტში ძირითადად „მასკარადი“ იქნება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის თაობაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტს არა საკანონმდებლო ორგანოდ, არამედ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთ იარაღად განიხილავს.

„ალბათ უფრო მეტი ხმაური იქნება, კონსტრუქციული და საქმიანი ვითარება, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლით არ შეიქმნება, იმიტომ, რომ  ჯერჯერობით ისინი პარლამენტს არა საკანონმდებლო ორგანოდ, არამედ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთ იარაღად განიხილავენ, ამიტომ მათი მოღვაწეობა პარლამენტში ძირითადად „მასკარადი“ იქნება“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობას“ პარლამენტში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილება ისევ არ მიუღია. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, აღნიშნულის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics