02:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-11 13:59:15, 842 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: 2021 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდება

2021 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, რეალისტურია მიმდინარე წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

„ბიუჯეტს პრობლემა არ ექნება და მოლოდინი გვაქვს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული 4.3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შესრულდება",– განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათი შეფასებები და დასკვნები ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ძირითადად თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის გათვლებთან.

„ახლახან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დასრულდა ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ამჟამად ფონდთან დაწყებულია მოლაპარაკებები ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობაზე თუ რა უნდა იყოს პროგრამის შემადგენელი ნაწილი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics