15:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-08 10:34:08, 779 ნახვა

მსოფლიო
იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 200-მდე პალესტინელი დაშავდა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 200-მდე პალესტინელი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პალესტინელები მეჩეთის მიმდებარე ტეროტორიაზე ლოცვისთვის შეიკრიბნენ, თუმცა ლოცვის დასრულების შემდეგ მომლოცველთა ნაწილმა შეიხ ჯარაჰის რაიონში მდებარე სახლებიდან პალესტინელების შესაძლო გასახლების ფაქტი გააპროტესტა.

ისრაელის მედიის ცნობით, პოლიციამ მეჩეთის კომპლექსზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც სამართალდამცველების მისამართით პალესტინელებმა ქვებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და მანათობელი ყუმბარები გამოიყენა.

დაპირისპირების შედეგად 178 პალესტინელი და 6 პოლიციელი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics