17:09 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 13:57:40, 858 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან. ამასთანავე, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო. ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics