|
2021-05-04 16:39:26, 753 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - ოპოზიციისთვის გასული 4 წელი და გასული 6 თვეც უქმე დღეები იყო
გასული 4 წელი და გასული 6 თვეც ოპოზიციისთვის სულ უქმე დღეები იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც უქმე დღეების განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობის შეჩერების შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ არ მუშაობენ და მხოლოდ განცხადებებს აკეთებენ. „ბიურო რომ დღეს ჩაინიშნოს, რადგანაც პარლამენტის სხდომები გადავდეთ და ჩვენ ვაკეთებთ ამას, რასაც მოვუწოდებთ მთელ ქვეყანას და ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები, სესიაზე განხილვა ამნისტიის კანონპროექტის მაინც დაიწყება მაშინ, როცა პარლამენტი დაიწყებს მუშაობას. ბიურო როდის ჩაინიშნება ამას არ აქვს არანიარი მნიშვნელობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არის მართლა არაფრის გამო ატეხილი ხმაური, სალაპარაკო რომ აღარაფერი დარჩა ზოგიერთ ოპოზიციონერს, ცდილობენ რაღაც თემა გამოძებნონ. გასული 4 წელი ოპოზიციისთვის იყო სულ უქმე დღეები და გასული 6 თვეც სულ უქმე იყო, დარწმუნებული იყავით, 2- ჯერ შემოვლენ პარლამენტში და ისევ სულ უქმე დღეები დაიწყება ამათთვის. არ დადიან, არ მუშაობენ, განცხადებების მეტი არაფერი უნდათ და ეს განცხადებებიც დერეფანს ვერ გასცდნენ ძირითადად. მათ ჭკუაზე რომ გაგვევლო, შეწყვეტილი ექნებოდათ მანდატებიც და საერთოდ ვერ შემოვიდოდნენ პარლამენტში, შემოვიდნენ და მადლობასაც არ იხდიან, რომ ასეთი ბედნიერები არიან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)