16:21 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-01 13:17:35, 1333 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე - ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება

მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია სპეციფიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით განხილულია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი მაინც გადაუჭრელი რჩება, - ამის შესახებ ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს ეხება.

ამასთან, დასკვნაშია აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით საჭიროა უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმების გატარება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ ადრე წამოყენებულ სამართლებრივ ჩარჩოში სპეციფიკურ ცვლილებებთან დაკავშირებული ზოგიერთი გამორჩეული რეკომენდაცია განხილულია ამ საარჩევნო კომისიაში, ბევრი ფუნდამენტური საკითხი მაინც გადაუჭრელია. საჭიროა უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა“, - აღიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული შესწორების ინიციტივები პოლიტიკური ჩიხის დაძლევასა და იმ შეშფოთების მოგვარებაზეა დაფუძნებული, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ წარმოიშვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics