|
2021-04-30 16:37:01, 810 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - საზოგადოებრივი სივრცე წალეკა ისეთმა დანაშაულებმა, რომელიც თითქოსდა წვრილმანი ხულიგნობის სახელითაა ცნობილი
ქართული საზოგადოებრივი სივრცე წალეკა ისეთმა დანაშაულებმა, რომელიც თითქოსდა, წვრილმანი ხულიგნობის სახელით არის ცნობილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ - ის საელჩის განცხადება მისთვის გასაგებია, თუმცა, ეს კანონი ადამიანის უფლებების შელახვისთვის გამოყენებული არ იქნება. „საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კარგად დაინახა, რომ პრაქტიკულად, ქართული საზოგადოებრივი სივრცე წალეკა ისეთმა დანაშაულებმა, რომელიც თითქოსდა, წვრილმანი ხულიგნობის სახელით არის ცნობილი, მაგრამ ფაქტობრივად, იქცა მოუთმენლობის, გაუტანლობის და ურთიერთზიზღის შექმნის წინაპირობად და წყაროდ. წვრილმანი ხულიგნობა გამოყენებული იქნა როგორც მექანიზმი, გეგმაზომიერი ქმედება კონკრეტული ადრესატებისადმი და მათ შორის, არიან სამართალდამცავებიც, რომლებიც პრაქტიკულად სახელმწიფოს წარმოადგენენ. ამას სჭირდება გარკვეული რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ეს არანაირად არ უნდა ნიშნავდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეს პათოსი გასაგებია, რადგან მათ და ევროკავშირს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ამ ვითარებაში აღებული და მიაჩნია, რომ პარტიებს, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მოლაპარაკება და მყარი გარანტიები რაც მათ მიიღეს პოლიტიკური სუბიექტებისგან, არ უნდა იყოს საფრთხის ქვეშ დაყენებული ამ საკანონმდებლო ინიციატივით, მაგრამ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ეს კანონი მისი არსი და სულისკვეთება გამოყენებული იქნება საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვინმეს უფლებების შელახვისთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ 72 ხმით მიიღო კანონპროექტი, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს.
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)