13:07 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 10:00:48, 609 ნახვა

პოლიტიკა
ჯერალდ კონოლი - მოვუწოდებთ დარჩენილ პარტიებს, აიღონ სრულად ფუნქციურ პარლამენტში მუშაობის ვალდებულება

ეს შეთანხმება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელიც გზას უხსნის რეფორმებს, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჯერალდ კონოლი აცხადებს და საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების ხელმოწერას ეხმაურება.

ამასთანავე, კონოლი მოუწოდებს პარლამენტის დარჩენილ წევრებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმება, რომ შევიდნენ სრულად ფუნქციურ პარლამენტში და აიღონ მუშაობის ვალდებულება.

„ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელიც გზას უხსნის კრიტიკულ რეფორმებს. ეს არის პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ეტაპი დემოკრატიის ოჯახში საქართველოს როლის აღდგენისთვის. მივესალმები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან ყველა ხელმომწერს იმისთვის, რომ მზად არიან, განსაზღვრონ საქართველოს ერთიანი კურსი, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვისას. კომპრომისი, რომელიც იშვიათად თუ არის მარტივი, არის მთავარი მახასიათებელი, რაც განასხვავებს დემოკრატიას. წინ არის მნიშვნელოვანი სამუშაო - შეთანხმების შესრულება სრულად და პირნათლად.

სანამ საქართველო დემოკრატიულ ინსტიტუტებს აძლიერებს, რათა უპასუხოს პოლიტიკურ პოლარიზაციას, საზღვრებს გარეთ მეგობრები და მოკავშირეები აკვირდებიან მას. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტში დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში მუშაობის ვალდებულება აიღონ. ასევ ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მმართველი პარტიის მიმართ, აჩვენონ ერთგულება ოპოზიციის უფლებების დაცვის კუთხით. ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გარშემო“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics