|
2021-04-19 15:56:24, 533 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი არასდროს გახდება „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე
პარლამენტის სასახლე „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს გახდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „გირჩს“ შეუძლია პარლამენტში ერთი რამ გააკეთოს, იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც საზოგადოების ნაწილმა მისცა. „პარლამენტის სასახლე ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს და ის „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება. „გირჩს“ შეუძლია ერთადერთი რამ გააკეთოს ამ პარლამენტში, იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც მათ საზოგადოების ნაწილმა მისცა. მესმის, რომ მათ აქვთ თავისი ორიგინალური სტილი, თუმცა ეს პარლამენტის ტრადიციებზე და სამუშაო პროცესზე გავლენას მოახდენს. ისინი იქნებიან უზრუნველყოფილი ყველაფრით და ერთად დავინახავთ, თუ რის გაკეთებას შეძლებს „გირჩი“ პარლამენტში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)