11:28 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 18:57:45, 950 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია დანიელსონის დოკუმენტზე - ამ წნეხის ქვეშ „ოცნებამ“ უკან დაიხია, მაგრამ არასაკმარისად

ამ წნეხის ქვეშ „ოცნებამ“ უკან დაიხია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისად, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მიერ დანიელსონის შემუშავებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის საკითხს.

ბოკერია დოკუმენტზე ხელმოწერის პირობად ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს.

„ამ წნეხის ქვეშ „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხია, მაგრამ რა თქმა უნდა, არასაკმარისად. პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილი გეგმიდან სამ პუნქტზე რომ შეჯერდა პოზიციები გასაგებია, მაგრამ არის ორი პუნქტი, რომელიც ჯერ შეჯერებული არ არის. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ისინი არიან თავისუფლები და პოლიტიკური დევნა შეწყდა. ამაზე არაფერი არ უთქვამს და ბუნდოვანი იყო ბატონი თალაკვაძე. ასევე ვადამდელ არჩევნებზე, აქ მან პირველად დაუშვა შესაძლებლობა, რომ ვადამდელ არჩევნებზე უნდა შევთანხმდეთ, ოღონდ გაუგებარი, ბუნდოვანი და აბსოლუტურად არალოგიკური ტესტი ახსენა მმართველი პარტიის მხრიდან 40%-ის აღების შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია - უნდა შევთანხმდეთ პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე ან უნდა იყოს პლებისციტი, სადაც უმრავლესობა წყვეტს, იყოს თუ არა ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics