11:28 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 10:19:34, 437 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სენატორებს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, პარტიის საერთაშორისო მდივან კახა კუჭავასთან და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანთან ერთად სენტორებს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ სენატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ და ამ მიმართულებით მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები მოისმინა.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დიალოგის პროცესზე.

საერთაშორისო პარტნიორებმა გამოთქვეს სურვილი, იხილონ ოპოზიცია პარლამენტში, ხოლო მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები შემდგომი რეფორმების უზრუნველსაყოფად.

შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სენატორ ჯეიმს რიშს,  სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ჯორჯ კენტს და კრის სმიტს, კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის შეხვდა.

შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics