11:28 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 18:14:50, 723 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს

საქართველო კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, მშვიდობის მხარეს იდგა და დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სომხეთის რეპუბლიკის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიათან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ კონფლიქტის დროს შესთავაზა მხარეებს პლატფორმა შეხვედრებისთვის და დიალოგისთვის, რაც მისივე თქმით, ნებისმიერ დროს ძალაში რჩება.

ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არმენ სარქისიანთან ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიამ და რეგიონში განვითარებულმა კონფლიქტმა ხელი შეუშალა ვიზიტის ორგანიზებას.

„ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ დღევანდელი დღით და რომ გმასპინძლობთ ჩვენს ქვეყანაში. ეს ვიზიტი ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. პანდემიამ, რეგიონში განვითარებულმა კონფლიქტმა, ამ ყველაფერმა ხელი ძალიან შეგვიშალა და ვერ შევძელით აქამდე ამ ვიზიტის ორგანიზება და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, მიგიღოთ ორბელიანების სასახლეში.

ჩვენი წინა შეხვედრის შემდეგ ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით ყველანი კავკასიაში, ერთი მხრივ პანდემიიდან გამომდინარე, პანდემიამ დააზარალა სამივე ქვეყნის ეკონომიკა, ჩაგვკეტა საერთოდ მსოფლიოსთან და ერთმანეთთან ურთიერთობაში და ადამიანების სიცოცხლეც იმსხვერპლა, თუმცა ბევრად მძიმე იყო რეგიონისთვის და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა, ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო, თანაგრძნობა გამოგიცხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო. კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას, ამის ნიშნად შეთავაზებულ იქნა ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
დაჭრა 2 ადამიანი და ადგილიდან მიიმალა - გორში მომხდარზე შსს-მ 1 პირი დააკავა
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics