|
2021-04-12 11:26:47, 1658 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩინეთში აცხადებენ, რომ ადგილობრივი წარმოების კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას დაბალი ეფექტურობა აქვს
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა გაუ ფაუმ განაცხადა, რომ ადგილობრივი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა დაბალია. როგორც გაუ ფაუმ პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ჩინეთი ვაქცინების შერევის შესაძლებლობას განიხილავს. ამასთანავე, გაუ ფაუმ განმარტა, რომ ვაქცინაციის პროცესის „ოპტიმიაციის“ ნაბიჯები შესაძლოა მოიცავდეს ვაქცინის დოზების რაოდენობის შეცვლას და დროის ხანგრძლივობას. მან ასევე შესთავაზე სხვადასხვა ვაქცინების გაერთიანება იმუნიზაციის პროცესში. მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ მისი კომენტარი არასწორად იყო ინტერპრეტირებული. „როგორც უნდა გავაუმჯობესოთ ვაქცინების ეფექტურობა, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილონ მსოფლიოს მეცნიერებმა. მსოფლიოში ყველა ვაქცინის დაცვის მაჩვენებელი რიგ შემთხვევაში მაღალია, რიგში კი, დაბალი“, - განაცხადა გაუ ფაუმ. BBC წერს, რომ ჩინეთში შექმნილია ოთხი განსხვავებული ვაქცინა, რომელიც დამტკიცებულია საზოგადოებრივი მოხმარებისთვის, თუმცა გარკვეულა კვლევებმა მათი ეფექტურობა 50%-ით შეაფასა. 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩინეთში უკვე მიიღო კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)