|
2021-04-10 10:20:27, 1004 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 7-ჯერ დაარღვიეს - დაიჭრა სამხედრო
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირების მიერ დონბასში 7-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, აქედან 6-ჯერ დაბომბვა განხორციელდა - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად დაიჭრა ერთი სამხედრო, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამასთანავე, უკრაინული მედია იუწყება, რომ დღეს, 10 აპრილის დილის 07:00 საათის მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ ერთხელ დაირღვა, რასაც არ მოჰყოლია საბრძოლო დანაკარგი. ცნობილია, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთის შეარაღებული ფორმირების ქმედებების შესახებ ეუთო-ს წარმომადგენლებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)