11:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 21:49:15, 1575 ნახვა

მსოფლიო
Conflict Intelligence Team - რუსული სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში სამხედრო ბანაკში არიან კონცენტრირებულები

დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის Conflict Intelligence Team-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში სამხედრო ბანაკში არიან კონცენტრირებულები.

სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა რუსული სამხედრო ტექნიკის გადააადგილების ამსახველი ვიდეო მასალები. დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა Google Street View-ში და Яндекс.Карт-ში არსებული ლოკაციების ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ლოკაციებს შეადარა.

გამოძიებით დადგინდა, რომ რუსული სამხედრო ძალები და მძიმე ტექნიკა უკრაინის საზღვრისკენ გადააადგილდებოდა, კერძოდ კი ვოროჟენისში, სადაც ორი რუსული სამხედრო ბანაკია.

Conflict Intelligence Team-ი რუსლან ლევიევის მიერ დაფუძნებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფია, რომელიც უკრაინასა და სირიაში სამხედრო კონფლიქტებს იძიებს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics