|
2015-01-30 20:40:00, 924 ნახვა
საზოგადოება
"პატრიოტთა ალიანსი" ხვალ დიდ აქცია-მსვლელობას გამართავს
საქართველოს „პატრიოტთა ალიანსი“ ხვალ, დიდ აქცია-მსვლელობას გამართავს. აქციის მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯაა. აქცია 15:00 საათზე, შოთა რუსთაველი ძეგლთან დაიწყება, საიდანაც აქციის მონაწილეები მსვლელობით კორტებთან, ზურაბ ვაზაგაშვილის და სხვა მოკლული ახალგაზრდების მემორიალთან მივლენ. საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, საქართველოს პატრიოტები ბათუმში დაწყებული აქციის ციკლს აგრძელებენ. „ თუ 31 იანვრამდე ხელისუფლება არ გამოავლენს ვაზაგაშვილის მკვლელებს, არ გახსნის დანაშაულს, ჩვენ დღის წესრიგში დავაყენებთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას. ვიმეორებ: 31 იანვრის საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება სამართალიანობის აღდგენის მოთხოვნა, რასაც შეეწირა ირინა ენუქიძე და ახლა უკვე იური ვაზაგაშვილი.ჩვენ ვალდებული ვართ, გავაგრძელოთ ბრძოლა სამართლიანობისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის და ,გარწმუნებთ, რომ ამ ბრძოლას ქართველი ხალხის გამარჯვებით დავასრულებთ“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)