|
2021-03-20 11:47:34, 753 ნახვა
ეკონომიკა
ევრობონდების გამოშვებისთვის, საერთაშორისო და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკები შეირჩა
2021 წლის 26 თებერვლის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს ევრობონდების გამოშვების პროცესის დაწყებისთვის, დაევალა საინვესტიციო ბანკების შერჩევა. ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკების შესარჩევად შექმნილმა კომისიამ შეაფასა 10 საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, მათ მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების მიხედვით. შედეგად, შერჩეულ იქნა უმაღლესი ქულის მქონე სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა - Galt & Taggart და TBC Capital. საინვესტიციო ბანკების შერჩევის შემდეგ, მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება ხელშეკრულებები. ევრობონდების გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილში.
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)