02:19 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 12:24:53, 441 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების ფონზე მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მივაღწევთ

ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების ფონზე მოლაპარაკებებში ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწევთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პოლიტიკურ მხარეებს შორის ევროპელი მედიატორის ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან დამაზიანებელი იქნება.

„მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩავიდეს „ქართული ოცნების“ სახელით სასაუბროდ ამა თუ იმ დედაქალაქში, რეალობა ქვეყანაში არის ის, რაც არის. ამ რეალობას ვერ შეცვლის ვერც ერთი ვიზიტი. ფაქტია არის ერთი, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების ფონზე ამ მოლაპარაკებებში ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწევთ. ამიტომ, ოპოზიციის ყველა წარმომადგენლის პოზიციაა, რომ პოლიტპატიმრების თემის გარეშე მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს.

დარწმუნებული ვარ, რომ სენატის მოსმენა განსაკუთრებით იმ ფონზე თუ მიმდინარე მოლაპარაკებები არ აღმოჩნდა წარმატებული, იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების განახლებული პოლიტიკის შემუშავებაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics