|
2015-01-30 17:18:18, 1143 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ჰერბერტ ზალბერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. მათივე ცნობით, მხარეებმა ყურადღება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსია უმნიშვნელოვანესი ადგილია რუსეთთან მოსალაპარაკებლად უსაფრთხოების თემებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს სურს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ყველაფერს გააკეთებს, რათა გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი ჟენევაში. საუბარი შეეხო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკასთან მოკავშირეობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას და ითქვა, რომ რუსეთი ასევე გეგმავს ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. ცნობისთვის, ჰერბერტ ზალბერი 2014 წლის ივლისიდან არის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი. მას მაღალი თანამდებობები ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მუშაობდა ეუთო-ში, სადაც იყო გერმანიის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)