21:10 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 12:25:29, 605 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი ფარული ჩანაწერების გამოძიებისთვის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკმარისი საფუძველი ფარული ჩანაწერების გამოძიების დაწყებითვის.

მისივე თქმით, აუდიოჩანაწერების გავრელება გარკვეული ინსტიტუციებისთვის, შესაძლოა გამიზნული იყოს იმისთვის, რომ მოლაპარაკება არ შედგეს და არ იყოს შედეგიანი.

„აუდიოჩანაწერის გავრცელება გარკვეული ინსინუაციებისთვის, ხელოვნურად მიზეზების შექმნა შეიძლება, გამიზნული იყოს იმისთვის, რომ რეალურად მოლაპარაკება არ შედგეს, არ იყოს შედეგიანი. ეს არის ის, რასაც დიდი ხანია, ვვარაუდობთ, არა უბრალოდ ვვარაუდობთ, არამედ საფუძვლიანად ვაცხადებთ, რომ მოლაპარაკების შედეგიანად წარმართვა არ შედის რიგი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში.

ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. არ მგონია, ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics