06:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 19:02:08, 1132 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ირანს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ირანს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა.

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდეტნმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

„ირანის ხელისუფლების ქმედებები – რაკეტებისა და სხვა ასიმეტრიული საბრძოლო იარაღის მომარაგებისა და განვითარების ჩათვლით, მათი რეგიონული აგრესიის კამპანია, მხარდაჭერა ტერორისტული ჯგუფების მიმართ და რევოლუციის გუშაგთა არმიის, მათივე სუროგატების ჩათვლით, მავნებელი ქმედებები – კვლავ ექსტრაორდინალურ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას“,  – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პირველად ირანს საქნციები 1995 წლის 15 მარტს, ბილ კლინტონის ბრძანებით დაეწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics