20:17 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 15:24:31, 566 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი ვახტანგ გომელაურს - ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას?

ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? - ამ კითხვით მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ვახტანგ გომელაურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს ე.წ. მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

მისი თქმით, ყველას აინტერესებს დატოვა თუ არა ესებუამ საქართველოს ტერიტორია.

„ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? ყველას გვაინტერესებს, სად არის? საქართველოს ტერიტორიაზეა, დატოვა საქართველოს ტერიტორია, თუ როგორააა ის კაცი და სადაა?“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიცია 5 თვეზე მეტია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ, ბადრი ესებუას ეძებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
ექიმები ელენე ხოშტარიას დიაგნოზსა და მკურნალობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics