20:17 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 13:46:04, 480 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება

შინაგან საქმეთა მინისტრმა,  ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ოპერატიულად რეაგირებენ, აკონტროლებენ კარანტინისა და იზოლაციის წესების დაცვას და  მოქალაქეებს არსებული რეგულაციების აღსრულებისკენ მოუწოდებენ.

 “სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ზრუნვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე. განახლდა საპატრულო პოლიციის ავტოპარკი და ეკიპაჟების სპეციალური აღჭურვილობა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, პირველადი ინსპექტირების უახლესი ხელსაწყოებით აღიჭურვა “, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით,  2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება.

„2020 წელს გაიხსნა მცხეთა- მთიანეთის რეგიონის ერთიანი მომსახურების ცენტრი. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა ფარული პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონზეც ვრცელდება უკვე.  2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება. ახალი ცენტრების საშუალებით მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს”,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
ექიმები ელენე ხოშტარიას დიაგნოზსა და მკურნალობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics