04:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 11:41:07, 430 ნახვა

მსოფლიო
ჟაირ ბოლსონარუ - შეწყვიტეთ წუწუნი COVID-19-ის გამო, როდემდე აპირებთ ტირილს?

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ СOVID-19-თან დაკავშირებით წუწუნი შეწყვიტონ.

„ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

„შეწყვიტეთ წუწუნი. როდემდე აპირებთ ამაზე ტირილს? კიდევ რამდენ ხანს დარჩებით სახლში და ყველაფერს დახურავთ? ამას ვეღარავინ გაუძლებს. ვწუხვართ გარდაცვლილების გამო, მაგრამ გამოსავალი გვჭირდება“, - აღნიშნა ბოლსონარუმ.

ცნობისთვის, ბრაზილიაში ოთხშაბათს კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული, 1 910 შემთხვევა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი გარდაცვალების მაჩვენებელმა 1 699 შეადგინა.

შემთხვევების ასეთ მატებას კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ, რომელიც ბრაზილიის ქალაქ მანაუსში წარმოიშვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics