|
2021-03-04 12:41:07, 551 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ
ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი არის შეცდომა და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მანვე დასძინა, რომ ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან, მინიმუმ ორი მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო პროცესში, სხვაგვარად კი, შეუძლებელია. „ბოიკოტი ეს იყო შეცდომა და ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით, რომ დემოკრატია მოითხოვს მონაწილეობას და მონაწილეობაზე უარის თქმა არის დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. საკმაოდ ზედაპირული კომენტარი მოვისმინეთ, რომ თითქოს პარლამენტში ჩართვა ოპოზიციის და პოლიტიკის დაბრუნება საპარლამენტო სივრცეში თითქოს აღარ არის საჭირო და მნიშვნელოვანი - მინდა პირდაპირ ვუთხრა საზოგადოებას, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან, მინიმუმ ორი მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო პროცესში, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია იმ პირობების განხორციელება, თუ ამ პირობებზე შეთანხმება შედგება დიალოგის პროცესში. დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები უნდა გადავდოთ გვერდით და სამართლიან საფუძვლებზე უნდა შევთანხმდეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)