04:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 11:02:10, 660 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში კორონავირუსის გამო დაწესებული „ლოქდაუნი“ 16 მარტამდე გახანგრძლივდა

საბერძნეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული „ლოქდაუნი“ 16 მარტამდე გაახანგრძლივა.

ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 2021 წელს ინფიცირების შემთხვევებმა საკმაოდ მოიმატა.

„ჩვენ პანდემიის ურთულეს ნაწილში ვართ. ჰოსპიტალიზაციის არსებული ტემპის გამო, ჯანდაცვის სისტემა ინფრასტრუქტურისა და პერსონალის თვალსაზრისით შესაძლებლობების საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა“, - განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ათენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რესურსები კვირეების განმავლობაში „გაუსაძლის ზეწოლას“ განიცდიდა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირების შემთხვევები.

ამასთან, დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.

ცნობისთვის, საბერძნეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 702 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 40 ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics