03:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-28 14:21:15, 1245 ნახვა

მსოფლიო
მიანმარში საპროტესტო აქციაზე 4 ადამიანი დაიღუპა

მიანმარში საპროტესტო აქციაზე 4 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ადგილზე არიან დაჭრილებიც.

შეგახსნებეთ, რომ მიანმარში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამხედროები 8 ნოემბერს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ-დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ ხმების უმრავლესობა მოიპოვა, არ ეთანხმებიან. სამხედროები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

ამ ფაქტმა 100 000-ობით მოსახლე გამოიყვანა ქუჩაში და მიანმარში საპროტესტო აქციების უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი სამხედრო გადატრიალებას გმობს და დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას ითხოვს.

”მიანმარი ბრძოლის ველს ჰგავს”, - აღნიშნა პირველმა კათოლიკურმა კარდინალმა, ჩარლზ მაუნგ ბომა Twitter- ზე.

როგორც ცნობილია ამ დროისთვის დაშავებული ადამიანები კლინიკებში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics