03:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-28 10:42:19, 1333 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრეზიდენტს გენშტაბის უფროსის გათავისუფლების მოთხოვნით კვლავ მიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გენშტაბის უფროსის გათავისუფლების მოთხოვნით კვლავ მიმართ.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც ფაშინიანი აცხადებს, სომხეთის პრეზიდენტის მიერ გენშტაბის უფროსის გადადგომასთან დაკავშირებით უარი არსებული ვითარების მოგვარებას არ ეხმარება.

„დადგენილი პროცედურის შესაბამისად, რესპუბლიკის პრეზიდენტს მე კვლავ ვუგზავნი შუამდგომლობას გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმის მოლოდინით, რომ დადგენილი პროცედურის შესაბამისად, მას ხელი მოეწერება. დანარჩენი, როგორც ჩვენ შევთანხმდით გასულ დღეს რესპუბლიკის მოედანზე“, – დაწერა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა. სომხეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებამდე, კონსულტაციები გამართა.

„ადვოკატებისა და ექსპერტების მოსაზრებების შეჯამებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროექტი აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics