16:37 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 18:45:22, 578 ნახვა

პოლიტიკა
პროკურატურის შეთავაზების მიუხედავად, ნიკა მელია გირაოს გადახდას კვლავ არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც აღნიშნეს, რომ უწყება მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პროკურატურის შეშინებული გადაწყვეტილება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - მიაღწიონ სასურველ მიზანს.

მანვე დასძინა, რომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება უცვლელია და ის არ აპირებს გირაოს თანხის გადახდას.

„რა თქმა უნდა, პროკურატურის ეს შეშიებული განცხადება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ როგორმე მიაღწიონ სასურველ მიზანს, რომ ნიკა მელიამ გადაიხადოს გირაო და მხოლოდ ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით მიიღოს თავისუფლება, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, პირველ რიგში ხელისუფლებას და რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება გავრილოვს - ნიკა მელიამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, ის იბრძვის თავისუფლებისთვის და სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროკურატურის გამო, სადაც ახლა არის, იქ იმაზე უფრო თავისუფალია, ვიდრე რომელიმე გავრილოვის მსახური.

ამიტომ, ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იდეისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლა რჩება იგივე და პროკურატურის ეს განცხადება არის უსუსური, შეშინებული თავის მართლების მცდელობა. ნიკა არის ძალიან მხნედ, კარგად, დიდი შემართებით და იგი არასდროს არ გახდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლობის თამაშის მონაწილე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics